პრემიერი-მინისტრი ლარის კურსზე: საგანგაშო არაფერი არ არის

ეს არის ლარის კურსის კორექტირება იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერი-მინისტრის თქმით, აღნიშნულში საგანგაშო არაფერი არ არის.
„ეს არის ლარის კურსის კორექტირება იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აქ საგანგაშო არაფერი არ არის და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვერანაირ საფუძველს იმისას, რომ რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ვხედავთ“,-განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები