1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4694 ლარი გახდა
საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღეიდან 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.