ლარი გაუფასურებას განაგრძობს
აშშ დოლართან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ლარი გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.4445 ლარი ღირს. გუშინ დოლარის ღირებულება 2.4317 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს კურსს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6635 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ კი მისი ღირებულება 2.6583 ლარი იყო.