რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ბიუროში 43 მოქალაქე მიიღო

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის სამაჟორიტარო ბიუროში ოთხშაბათის ტრადიციული მიღება გაიმართა, რომელზეც დეპუტატმა 43 მოქალაქეს მოუსმინა.
რიმა ბერაძემ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება ოსიაურის, ვერჰარნის, ბაგრატიონის, გედევანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს აღმოუჩინა, რომლებმაც საკრებულოს მაჟორიტარ წევრს სხვადასხვა სტრუქტურაში შუამდგომლობის გაწევის თხოვნით მიმართეს.
მიღებაზე მისულმა მოსახლეობამ დეპუტატს დახმარება, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმებისა და სხვადასხვა ყოფითი შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვა. რიმა ბერაძემ უშუალოდ მიღების დროს რამდენიმე მოქალაქეს შესაბამისი სამსახურებთან უშუამდგომლა და მათ კანონის ფარგლებში დახმარება გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები