ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. სესიას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„საუბარი შეეხო მთავრობის სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად დიპლომატიური სამსახურის როლზე.
ელჩების კონფერენცია 2025 წლის 25 დეკემბერს დაიხურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.