ირაკლი კობახიძე: ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, მათ შორის პირველ რიგში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინებიც, წელს ომი ვერ დასრულდა.
„უამრავი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად რუსეთ-უკრაინის ომში და ამას გარდა ომის დასრულებას ველოდებით იმის გამო, რომ ამ ყველაფერმა უნდა დაამშვიდოს ვითარება ზოგადად ჩვენს რეგიონში და ევროპაში უფრო ფართოდ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინებიც, წელს ომი ვერ დასრულდა, ვნახოთ, იმედია, მომავალ წელს დასრულდება ომი.
ომის დასრულება თავისთავად იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ამის პროგნოზირებაც არის რთული იმდენად ცვალებადია პოლიტიკური პროცესები ჩვენს გარშემო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.