პუტინის განცხადებით, აშშ და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ერთობლივი მართვის შესაძლებლობას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ.
კრემლის ლიდერმა ეს განცხადება რუსული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა, სავარაუდოდ, ინტერესი გამოხატა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართ, როგორც კრიპტოვალუტის მაინინგის ობიექტის მიმართ. მანვე დასძინა, რომ უკრაინა ქარხნის მართვაში არ ჩაერთვება.
ამავდროულად, კრემლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის ინიციატივით, განიხილება ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა.
პუტინის განცხადებით, უკრაინელი სპეციალისტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა, მისი თქმით, ყველა მათგანმა რუსული პასპორტი მიიღო.