ოზურგეთში საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა

ოზურგეთში საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა: საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა და ფოტოზონები.

„ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

კონცერტს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენო მორჩილაძე დაესწრნენ.

კონცერტში მონაწილეობდნენ მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ჯგუფები „გორდელა“ და „შერეკილები“.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები