პარლამენტის წევრებმა მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ვიცე სპიკერებმა ნინო წილოსანმა, სოზარ სუბარმა და დეპუტატებმა მრავალშვილიან ოჯახებს სამების საკათედრო ტაძარში საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა, სასულიერო პირებთან ერთად, მშობლებსა და ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
„ღონისძიების ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა და ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. საქველმოქმედო ფონდის „საფარველის“ ორგანიზებით მოეწყო მრავალშვილიანი დედებისა და ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.