ირაკლი კობახიძე: ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებშია, აღადგინოს ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან, როდესაც ამას არ აკეთებს, შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად

ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებშია, აღადგინოს ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან. როდესაც ამას არ აკეთებს, შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სხვა არც გამართლება და არც ახსნა ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს, მით უმეტეს, როდესაც ყველგან სახეზეა ორმაგი სტანდარტები.

„შეგვიდარებია ჩვენი ქვეყანა მოლდოვასთან, კონკრეტულ მეზობელ ქვეყნებთან ან შუა აზიის ქვეყნებთან. სრული აბსურდია. შედგა დაკავშირებადობასთან, ტრანზიტთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 7 ქვეყანა და არ მონაწილეობდა ერთადერთი ქვეყანა 8-დან, ეს იყო საქართველო. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და უზრუნველყოფს დანარჩენ 7 ქვეყანას ზღვაზე გასასვლელით. ასეთ აბსურდამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. გასაგებია, რომ ისინი ვერ მოქმედებენ სუვერენულად და ევროპული საზოგადოპების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი ეცდებოდა, დაბრუნებოდა ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსთან. აღმოიფხვრა კორუფცია უკრაინაში და მოლდოვაში, ადამიანის უფლებებიც იდეალურად არის დაცული, რა თქმა უნდა, აქ ირონიაც ზედმეტია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, თუმცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც ხშირად მიმართავს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები