როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ხვალ, დღის პირველ ნახევარში, მცირე თოვა და ნისლია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ძირითადად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 2-7 გრადუსამდე გათბება, დასავლეთ საქართველოში – 8-13 გრადუსამდე. ამაღამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები