თამარ ტალიაშვილმა კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანთან“ არსებული სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული სათამაშოები გადასცა.
ბავშვებს საჩუქრად ნატურალური ხისგან დამზადებული მექანიზებული სათამაშოები და ფაზლები გადაეცათ, რომლებიც მოზარდებში სხვადასხვა უნარის გამომუშავებასა და ბავშვთა გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ორგანოა და 6-დან 18 წლამდე 24 ბენეფიციარს უწევს მომსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები