რუსთავში მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია
რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც „კვირას“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვით აპარატზე იმყოფება.
მას სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მრავლობითი მოტეხილობითა და თავის ტრავმით 39 წლის ქალბატონი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ, დაახლოებით 19:00 საათისთვის მოათავსეს. ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზაზე გადასვლისას დაეჯახა. თავდაპირველად დაშავებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც „კვირასთან“ საუბრისას საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქალბატონს პატრონი მალევე გამოუჩნდა.