მეცნიერები მალე „რკინის წყალბადს“ შექმნიან
ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი „რკინის წყალბადის“ შექმნასთან ძალზე ახლოს არიან. მათ წყალბადი ისეთი ძლიერი წნევის ქვეშ მოათავსეს, რომლის დროსაც მან კრისტალური ფორმა მიიღო. ადრე ასეთი რამის მიღწევა შეუძლებელი იყო.
როგორც მეცნიერებმა ჟურნალ Nature–ს განუცხადეს, შემდეგი ეტაპი ე.წ. რკინის წყალბადის სინთეზი იქნება.
მეცნიერების მიერ შექმნილი მასალა შეიძლება გმოყენებული იყოს ახალი თაობის კომპიუტერებში და რაკეტების საწვავში.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტების პროცესში მათ ისეთ წნევას მიაღწიეს. როგორიც დედამიწის ცენტრში არსებობს.