ბრიტანელი მეცნიერები – ალკოჰოლის მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის

ბრიტანელი მეცნიერები მოუწოდებენ მოსახლეობას, მნიშვნელოვნად შეამცირონ ალკოჰოლის მოხმარება. მათი განცხადებით, ისეთი ცნება, როგორიცაა სპირტიანი სასმელების „ზომიერი მოხმარება“, არ არსებობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ახალი კვლევების მიხედვით, ალკოჰოლის ნებისმიერი დოზა ონკოლოგიური დაავადებების საფრთხეს ზრდის. მეცნიერები ურჩევენ მამაკაცებს და ქალებს, კვირაში 14 ერთეულ აკლოჰოლზე მეტი არ დალიონ – ეს დაახლეობით სამ ლიტრ ლუდს და შვიდ ჭიქა ღვინოს უდრის. ორსულმა ქალებმა კი საერთოდ არ უნდა დალიონ. ასევე, მეცნიერები ამბობენ, რომ უმჯობესია კვირაში 3-4 დღე ადამიანმა ალკოჰოლის მიღებისგან საერთოდ თავი შეიკავოს. ამ დასკვნის მიხედვით, მსმელი ადამიანები, რომელიც ალკოჰოლს ყოველდღე იღებენ, გაცილებით უფრო ხშირად ავადდებიან პირის, ყელის და მკერდის კიბოთი. მეცნიერები ამბობენ, რომ 1995 წელს, როდესაც წინა რეკომენდაციები დაიწერა, ალკოჰოლსა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის კავშირი სათანადოდ შესწავლილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები