ჩინელებმა მსოფლიოში პირველი სამგზავრო დრონი გამოუშვეს (ვიდეო)
ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი დრონი გამოუშვეს, რომელსაც ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ამ აპარატის პრეზენტაცია გამოფენა CES 2016-ზე შედგა. აპარატში მართვის ხელსაწყოები არ არის. დრონი მთლიანად, აფრენიდან დაფრენის მომენტამდე, კომპიუტერით იმართება.
შესაბამისად, მისი მართვისთვის პილოტის ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. საფრები აპარატის მგზავრს აქვს პლანშეტი, რომლითაც მხოლოდ რამდენიმე ბრძანების გაცემა შეუძლია, ასევე – კონდიციონერის მართვა. დრონს 3,5 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა შეუძლია. ფრენის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს შეადგენს. აპარატს 35 კილომეტრის მანძილზე შუძლია გადაადგილება. სერიულ წარმოებამდე დრონმა მრავალი ინსტანციის ნებართვა უნდა მიიიღოს. მისი სავარაუდო ფასი 200 – 300 ათასი დოლარი იქნება.