პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა
ალილოს მონაწილეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.
პატრიარქი პატარებს საპატრიარქოს ჭიშკართან შეხვდა. ილია მეორემ პატარები დალოცა, იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი ასხურა. ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს.
“გილოცავთ შობის დღესასწაულს. მთელი საქართველო დალოცვილი იყოს, საქართველოსთან ერთად, დალოცვილი იყოს მთელი მსოფლიო”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესთან ერთად, ბავშვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები გამოეგებნენ.