ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ასაკიდან შეუძლია ბავშვს კითხვის სწავლა

ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ასაკიდან შეუძლია ბავშვს კითხვის სწავლა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის იწყებს ბავშვი ტექსტის და სურათის გარჩევას.
კვლევის ერთ-ერთი მონაწილე რებეკა ტრეიმანი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ბავშვმა წერა-კითხვის სწავლა 5–6 წლიდან უნდა დაიწყოს, არ არის სწორი და პატარას ამის გაკეთება 3 წლიდან შეუძლია. სწორედ ამ ასაკში იწყებს ბავშვი ტექსტის და სურათის გარჩევას.
კვლევებში ასამდე ბავშვი მონაწილეობდა. მათ ფოტოებს აჩვენებდნენ,  სურათითა და ტექსტით. შემდეგ სურათზე გამოსახულ საგანს ხმამაღლა ასახელებდნენ. შემდეგ კი კიდევ ერთხელ აჩვენებდნენ სურათს და საგნის დასახელებას სთხოვდნენ. ხანდახან ფსიქოლოგებს განზრახ ეშლებოდათ და ისინი ბავშვების რეაქციას აკვირდებოდნენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ასაკში წერა-კითხვის შესწავლის დაწყება იმისთვის არის საჭირო, რომ პედაგოგმა და მშობელმა უფრო ადრე დაინახოს, რომელი ბავშვი ჩამორჩება განვითარებით თავის თანატოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები