შრი-ლანკაში მსოფლიოში უდიდესი საფირონი აღმოაჩინეს

შრი-ლანკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის საფირონი აღმოაჩინეს. ძვირფას ქვას „ადამის ვარსკვლავი“ უწოდეს. მისი წონა 1 404, 29 კარატს შეადგენს. ექსპერტების აზრით, საფირონის ღირებულება 100-დან 175 მილიონ დოლარამდეა.
გიგანტური საფირონი 2015 წელს რატნაპურის მახლობლად აღმოაჩინეს, რომელსაც ძვირფასი ქვების ქალაქს უწოდებენ, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. მისმა მფლობელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განაცხადა, რომ საფირონი საიუველირო ნაკეთობისთვის ძალზე დიდი ზომისაა და ის, სავარაუდოდ, სამუზეუმო ექსპონატი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები