„სქაი ნიუსის“ ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეიძლება იარაღი შექმნას, რომლითაც ავიალაინერებს ჩამოაგდებს

ტელეკომპანია „სქაი ნიუსის“ ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ახლოს არიან „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტების შექმნასთან, რომლითაც ისინი ავიალაინერების და სამხედრო თვითმფრინავების განადგურებას შეძლებენ.
გარდა ამისა, ტელეარხის ცნობით, მათ დანაღმული ავტომობილებიც გაუჩნდათ, რომლებიც დისტანციურად იმართება.
ჟურნალისტების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქ რაქაში საიდუმლო ლაბორატორია შექმნა, სადაც ახალი ტიპის იარაღს აწარმოებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, იარაღის შექმნაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მეცნიერები მონაწილეობენ. ტერორისტებმა სითბური აკუმულატორების შექმნა შეძლეს, რომელიც „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტების წარმოებაში გამოიყენება. ახლა „ბოევიკებს“ სითბური დამიზნების რაკეტების გამოშვება და საჰაერო მიზნების განადგურება შეუძლიათ. ახალი იარაღის შესაქმნელად ტერორისტები სხვადასხვა ქვეყნის მიერ ჩამოწერილ ძველ რაკეტებს იყენებენ, რომლებსაც 99%-იანი დამიზნების სიზუსტე ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები