თურქეთში ზღვამ ცხედრები გამორიყა – მათ შორის ბავშვებიც არიან
ეგეოსის ზღვის სანაპიროზე თურქეთის სანაპირო დაცვამ უკვე 34 ლტოლვილის ცხედარი აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet Daily News-ი იუწყება.
თურქეთის ოფიციალური სტრუქტურების ვერსიით, მიგრანტები ნავში იმყოფებოდნენ, რომლითაც ისინი საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ. ნავმა, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა. სამაშველო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ დაღუპულების რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს. ამჟამად სამძებრო ოპერაცია გრძელდება. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.