გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის განცხადების შემდეგ რიგგარეშე შეხვედრას გამართავს
გაეროს უშიშროების საბჭო რიგგარეშე შეხვედრას გამართავს ჩრდილოეთ კორეის განცხადების შემდეგ, თითქოს მან წყალბადის ბომბი გამოსცადა. შეხვედრის გამართვის ინიციატივით აშშ და იაპონია გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფხენიანმა წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის „ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს“.
გასული წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩემ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არა მარტო ატომური. არამედ წყალბადის იარაღითაც არის დაცული.