ტორონტოსთან ახლოს, ხანძრის შედეგად, 40-ზე მეტი ცხენი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტოს მახლობლად, ცხენების სადგომში, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 40 ცხენი დაიღუპა. ამის შესახებ Globalnews-ი იუწყება. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აალების მომენტში სადგომში 200 ცხენი იყო. მათი უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდა. ზარალის ოდენობა 4-დან 6 მილიონ დოლარამდე შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები