ჩინეთში მაო ძედუნის უზარმაზარი ქანდაკება აღმართეს (ფოტოკოლაჟი)
ჩინეთის ხენანის პროვინციაში მაო ძედუნის 37-მეტრიანი მოოქროვილი ქანდაკება აღმართეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მონუმენტის თანხა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გადაიხადეს. მისმა ფასმა 460 ათასი დოლარი შეადგინა. ფული ადგილობრივმა მოსახლეობამაც შეაგროვა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩინეთის სოციალურ ქსელებში აზრი ორად გაიყო. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქანდაკებისთვის ძალზე უცნაური ადგილი შეირჩა, ეს თანხები კი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის უნდა დახარჯულიყო. ქანდაკების დადგმის მომხრეები ფიქრობენ, რომ მაომ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე იყო, ეს დაიმსახურა.