ესპანეთში პოლიციამ სამი ტონა კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ კოკაინის დიდი პარტია დააკავა. „ბი-სი-სის“ ცნობით, ამოღებულია 3 ტონა ნარკოტიკი. ოპერაცია გალისიის რეგიონში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩატარდა. ეს 1999 წლიდან აესპანეთის ამ მხარეში ამოღებული ნარკოტიკის ყველაზე დიდი პარტიაა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები არიან როგორც ნარკოტიკების რეალიზატორები, ასევე მყიდველებიც, სულ 12 ადამიანი. ისინი ესპანეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. პოლიციის ინფორმაციით, გალისიაში ხშირია ნარკოტიკების დაკავების ფაქტები. ესპანეთის ამ მხარეში ლათინოამერიკული კოკაინი და აფრიკული ჰაშიში ჩააქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები