ამსტერდამი-პეკინის რეისის თვითმფრინავში მგზავრმა პილოტი დაჭრა

ავიაკომპანია KLM-ის თვითმფრინავში, რომელიც ამსტერდამიდან პეკინში რეისს ასრულებდა, მგზავრმა მეორე პილოტი დაჭრა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პილოტმა ინციდენტის შედეგად მსუბუქი ჭრილობა მიიღო. მგზავრებიდან არავინ დაშავებულა და ავიალაინერი პეკინში უპრობლემოდ დაჯდა.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ თავდაპირველად მგზავრი ტუალეტში ჩაიკეტა და საკუთარ თავს ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ კი მეორე პილოტიც დაჭრა, რომელიც მის დაწყნარებას ცდილობდა. თვითმხილველების ცნობით, მას დანა ეჭირა. ეს მამაკაცი პილოტების კაბინაში შეღწევას ცდილობდა, მაგრამ მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გაკოჭეს.
პეკინის აეროპორტში თვითმფრინავის დაფრების შემდეგ ბოროტმოქმედი პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები