კრიკეტის მოთამაშე ავსტრალიაში ჟურნალისტთან ფლირტის გამო დააჯარიმეს (ვიდეო)
ავსტრალიაში კრიკეტის კლუბ Melbourne Renegades Twenty 20-ს მოთამაშე კრის გეილი 7 ათასი ამერიკული დოლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი ჟურნალისტთან ფლირტი გახდა, რომელიც გეილმა პირდაპირ ეთერში პაემანზე დაპატიჟა.
ეს ფაქტი ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მოხდა. როდესაც სპორტული ტელეარხის ჟურნალისტმა მელანი მაკლაფლინმა გეილს შეკითხვა დაუსვა თამაშის სტილის შესახებ, მან კორესპონდენტთან ფლირტი გამართა.
„მე ძალიან მომწონს შენი თვალები, მათ პირველად ვხედავ. იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ სადმე წასვლას და რამის დალევას შევძლებთ. ნუ წითლდები, პატარა“, – ამბობს გეილი.
ამის საპასუხოდ ჟურნალისტი ეუბნება: „მე არ ვწითლდები“.
ამ ფაქტს BBL-ის ლიგის, გეილის კლუბის და ტელეარხის გამოხმაურება მოჰყვა, რომელზეც მაკლაფლინი მუშაობს. ყველამ კრის გეილის საქციელს „უადგილო“ უწოდა. ამის შემდეგ გეილმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები უბრალო ხუმრობა იყო.