მენდელეევის ტაბულას ოთხი ახალი ელემენტი დაემატა

მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემას ოთხი ახალი ელემენტი დაემატა. მათ მიენიჭათ 113-ე, 115-ე, 117-ე და 118-ე ატომური ნომრები. ამის შესახებ ინფორმაცია თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) საიტზე გამოქვეყნდა.
მანდელეევის ტაბულის 113-ე ელემენტის შემქმნელად იაპონიის ინსტიტუტის RIKEN-ის მეცნიერები სახელდებიან. ამიტომ ამ ელემენტს, სავარაუდოდ, „იაპონიუმის“ სახელს მინიჭებენ.
რაც შეეხება 115-ე, 117-ე და 118-ე ატომური რიცხვის მქონე ელემენტებს, მათ დროებით სახელები – უნუნპენტიუმი, უნუნსეპტიუმი და უნონოქტიუმი მიანიჭეს.
რამდენიმე თვეში, IUPAC-ის ინფორმაციით, მათ საბოლოო სახელებს მიანიჭებენ.
ცნობისთვის, ბუნებაში ურანზე მძიმე ატომური მასის მქონე ელემენტი არ არსებობს. 100-ზე მეტი ატომური რიცხვის მქონე ელემენტის მიღება მხოლოდ ლაბორატორიის პირობებშია შესაძლებელი, ასე რომ, მენდელეევის ტაბულის ოთხი ახალი „წევრი“ ხელოვნურად არის სინთეზირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები