„ისლამურმა სახელმწიფომ“ ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ჟურნალისტი ქალი რუკია ჰასანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სირიის ჟურნალისტური ორგანიზაცია Syria:direct იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის ოქტომბრიდან ჯიჰადისტებმა უკვე ხუთი ჟურნალისტი მოკლეს.
ჰასანი ჯგუფ Raqqa is Being Slaughtered Silently-სთან თანამშრომლობდა, ზოგჯერ კი ნისან იბრაჰიმის ფსევდონიმით წერდა. იგი სირიის ქალაქ რაქაში, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ოკუპირებულ სხვა ადგილებში ცხოვრების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებდა.
Syria:direct-ის ცნობით, ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის შესახებ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მის ნათესავებს აცნობა. ისლამისტები ჰასანს ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები