ბარაკ ობამამ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ თეთრი სახლის პრესსასამსახურში განუცხადეს.
ობამამ ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრთან, ლორეტა ლინჩთან და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან, ჯეიმს კომისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ამ გეგმის მიხედვით, იარაღის ყველა გამყიდველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია და ისინი ვალდებულნი არიან, მყიდველები შეამოწმონ. ინტერნეტით იარაღის ვაჭრობისა და იარაღის შოუების შემთხვევაში ამ წესების გამონაკლისი გაუქმდება.
გარდა ამისა, ფედერალური ბიურო 200 ახალ თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებიც იარაღის მოვაჭრეებს შეამოწმებენ. ყველა შტატის ხელისუფლება ვალდებულია, მიაწოდოს ფედერალურ ხელისუფლებას ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც იარაღის ტარება ეკრძალებათ ფსიქიკური აშლილობის და ადრე დაფიქსირებული ოჯახური ძალადობის ფაქტების გამო.
გარდა ამისა, ობამამ შესთავაზა კონგრესს, ამ ადამიანების სამკურნალოდ ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყოს. „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა რენდ პოლმა უკვე განაცხადა, რომ ის ობამას ამ ინიციატივებს არ იზიარებს და მათ წინააღმდეგ იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები