„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ლიბიაში ნავთობის ტერმინალს თავს დაესხნენ
ორი ადამიანი დაიღუპა ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ ნავთობის ტერმინალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტერმინალის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტებმა ნავთობის ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი მოუკიდეს და შემდეგ უკან დაიხიეს. ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობაა. ტობრუკში მოქმედებს მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი, ხოლო ტრიპოლიში – ისლამისტური საერთო ეროვნული კონგრესი.