პენტაგონი: რუსეთს არა აქვს საბაბი, აშშ საფრთხეებს შორის მოიხსენიოს
რუსეთს არა აქვს არანაირი საბაბი, რომ იფიქროს, თითქოს შეერთებული შტატების მხრიდან მას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ დაოკუმენტზე საპასუხოდ გავრცელდა.
რუსეთის პრეზიდენტმა 31 დეკემბერს ხელი მოაწერა ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიას, სადაც პირველად მრავალი წლის განმავლობაში საფრთხეებს შორის აშშ და ნატო სახელდებიან. პენტაგონში აღნიშნავეს, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესებას ადასტურებს.
როგორც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჯეფ დევისმა განაცხადა, ორი ქვეყნის პოზიცია უკრაინის და სირიის კრიზისებთან დაკავშირებით ძალზე განსხვავებულია, მაგრამ აშშ-ს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს. პუტინის მიერ 2015 წლის ბოლო დღეს ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოება და ალიანსში ახალი წევრების მიღება მოსკოვისთვის მიუღებელია.