ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს

სოციალური ქსელის – ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომელიც მას სახლის მართვაში დაეხმარება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„2016 წელს მე ხელოვნური ინტელექტის შექმნას ვაპირებ, რომელიც მუშაობასა და სახლის მართვაში დამეხმარება“, – დაწერა ცუკერბერგმა.
მისი თქმით, საუბარია პირად თანაშემწეზე, რომელიც ფილმ „რკინის კაცის“ ჯარვისის მსგავსი იქნება.
„მე უნდა ვასწავლო ჩემი ბრძანებების შესრულება. ამის მეშვეობით უნდა ვმართო ყველაფერი ჩემს სახლში – მუსიკა, განათება, ტემპერატურა და ასე შემდეგ. ასევე ხელოვნურ ინტელექტს უნდა ვასწავლო მეგობრების ამოცნობა და სახლში მათი შეშვება. მისი დახმარებით შვილსაც გავაკონტროლებ“, – წერს ფეისბუქის დამაარსებელი.
ცუკერბერგი 2015 წლის „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული წარმატებული ბიზნესმენების სიაში მეორე ადგილზეა. გასულ წელს მისი ქონება 11 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები