რიზეში სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლი ქვეითად მოსიარულეებს დაეცა (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ რიზეში მეჩეთის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლი ქვეითად მოსიარულეებს დაეცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტის მომენტი სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოზე ჩანს, როგორ ეცემა თოვლი ქვეითად მოსიარულეებს. რამდენიმე ადამიანი თოვლის ქვეშ მოჰყვა და მათი ამოყვანა მხოლოდ გამვლელების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აქედან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები