თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
ავარია ქვეყნის დედაქალაქ ანკარიდან კირშეხირის პროვინციისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მოლიპულ გზაზე ავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ის ამობრუნდა.