რუსეთში ხუთი ადამიანი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ხუთი უსახლკარო ადამიანი დაუდგენელი სითხის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. კიდევ ერთი ადამიანი კი მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის თაობაზე სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 2 იანვარს უსახლკაროებმა პლასტიკური ბოთლი იპოვეს, რომელშიც ყავისფერი სითხე ესხა და ის დალიეს. ამის შესახებ სამართალდამცველებს ამ ჯგუფის მეშვიდე წევრმა შეატყობინა, რომელიც ცოცხალი გადარჩა, ვინაიდან სითხე არ დაულევია. ამჟამად ბოთლი ნაპოვნია და ის ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის სამსახურებს გადასცეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.