30 დეკემბერი
10:30
თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი; მოსალოდნელი ცვლილებები თბილისის მერიაში; პრობლემები ქალაქის მთავრობაში და წლის მუშაობის შეჯამება. “კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლევან მურუსიძის არჩევა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და აღნიშნული საქმის ირგვივ განვითარებული მოვლენები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
10:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილ საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს“ დაათვალიერებს. მის: გ. ნადარეიშვილის/სამგორის ჩიხი#5. საკონტაქტო პირი: ავთანდილ ღოღობერიძე 595 56 41 42
11:00
ოპერისა და ბალეტის თეატრში („წითელ დარბაზში“) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის ზუსტი თარიღი და საზეიმო გახსნის ცერემონიის დეტალები დასახელდება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: წლის შეჯამება და მიღებული გადაწყვეტილება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე საზეიმო ვითარებაში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.
14:30
“თბილისი მარიოტში” საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. ფინალისტებს შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ლახავენ დეფაქტო საზღვარს.