„ბი-ბი-სი“ – იყო თუ არა 2015 წელი ყველაზე სისხლიანი XXI საუკუნეში?

იყო თუ არა 2015 წელი ყველაზე სისხლიანი XXI საუკუნეში? „ბი-ბი-სი“ ამ სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს და მიმდინარე წელს მომხდარი ტერაქტების და კონფლიქტების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პრაქტიკულად ყოველდღე ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ყველაზე გახმაურებულია თავდასხმა „შარლი ებდოს“ რედაქციაზე, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარი რუსული ავიალაინერის აფეთქება, ტუნისის პლაჟზე მომხდარი სროლა. უამრავი ტერაქტი ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში მოხდა. თუმცა მათ ასეთი საერთაშორისო რეზონანსი არ გამოუწვევიათ.

12434484_10205071027606971_46800062_nსაფრანგეთში 7 იანვარს ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა მოხდა. ამის შემდეგ ისროლეს ერთ-ერთ სუპერმარკეტში. იანვარის თავდასხმების შედეგად პარიზში და მის შემოგარენში 26 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.
რაც შეეხება 13 ნოემბრის ტერაქტებს, საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. საფრანგეთის დედაქალაქში თავდასხმების სერიის შედეგად, საერთო ჯამში, 130 ადამიანი დაიღუპა.
12434442_10205071028686998_2144237612_nნიგერიაში ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ მიმდინარე წელს იმაზე მეტი ადამიანი დახოცა, ვიდრე „ისლამურმა სახელმწიფომ“. იანვარში ისინი ქალაქ ბაგას დაესხნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 150 ადამიანი, თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ თავდასხმის შედეგად 2 ათასი ადამიანია მოკლული.
ზაფხულში, ტერაქტების სერიის შედეგად, ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ასობით ადამიანი დაიღუპა. ამ ორგანიზაციის „ბოევიკებმა“ რამდენიმე თავდასხმა ჩადისა და კამერუნის ტერიტორიაზეც მოაწყვეს.
პაკისტანში შიიტურ მეჩეთებს „ბოევიკები“ რეგულარულად თავს ესხმოდნენ. ასე, მაგალითად, იანვარში 40 ადამიანი სინფის პროვინციაში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ აიღეს. მსგავსი თავდასხმები თებერვალში, მარტში და ოქტომბერშიც მოხდა.

12431211_10205071029167010_188250398_nმაისში სულ მცირე 45 ადამიანი ქალაქ ყარაჩიში ავტობუსზე თავდასხმის დროს დაიღუპა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი ქალაქ სურუჯში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დახოცეს.

ოქტომბერში ევიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე რუსეთის ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის აფეთქების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
12404360_10205071030127034_2109334619_nპარიზის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ორი ბომბი აფეთქდა, დაიღუპა 37 ადამიანი და 181 დაშავდა. ეს ბეირუთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სერიოზული მსგავსი ინციდენტი იყო.
აშშ-ის ქალაქ სან-ბერნარდინოში 2 დეკემბერს 14 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელები საიდ რიზვან ფარუკი და მისი ცოლი ტაშვინ მალიკი ორმხრივ სროლაში მოკლეს.
12398893_10205071030767050_1490377405_n

Global Terrorism Index-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ტერორისტულ აქტებს აკვირდება, 2015 წელი შეიძლება გასულ წელზე უარესი აღმოჩნდეს, რომელიც, თავის მხრივ, 2013 წელზე ბევრად უარესი იყო. შესაძლოა, წლევანდელი წელი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდეს 2001 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები