ვირტუოზი გიტარისტის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

13 დეკემბერს, კლუბ-რესტორან „ზაზანოვაში“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ვირტუოზი გიტარისტის კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერი კონცერტის სლოგანია: „თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი კოკას გამოჯანმრთელებაში“.
მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კოკა ცქიტიშვილის სახელი და გვარი ყველა მელომანისთვის კარგად არის ცნობილი. მას და მის T.BLUES MOB ბრენდს მსოფლიოში კარგად იცნობენ. ის ერთადერთი ჯგუფია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც „ევროპის ბლუზის კავშირში“ მიიღეს. „ზაზანოვაში“ დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. შემოსული თანხა კი მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები