თექის, ბატიკის და ნაქარგობის გამოფენა ერთ სივრცეში
არტ-გალერეა სალონი Silk-ი ამჯერად გამოყენებით ხელოვნებას მასპინძლობს. წარმოდგენილია სამი ქალბატონი, სამი სხვადასხვა მიმართულებით – ნანა მეტრეველი – ნაქარგობა, რუსკა ბერიძე – თექა და თამარ შათირიშვილი – ბატიკა. გალერეის გადაწყვეტილებით, გამოფენა არტ- გალერეა სალონ Silk-ში 10 დეკემბრის ნაცვლად 12 დეკემბრამდე დარჩება.