გიგლა აგულაშვილი მინისტერიალში მონაწილეობს

7 – 8 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის ფარგლებში მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის პირველ პირებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მონაწილეობს. მინისტრებს საშუალება აქვთ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია კლიმატის ცვლილების გლობალურ პრომლემასთან ერთიანი გამკლავების გზების შესახებ.

8 დეკემბერს, შეხვედრა სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების განცხადებებით დასრულდება. შეხვედრას 120-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ორდღიან შეხვედრაზე დელეგაციის წევრები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. ასევე, ახალი ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ, რომელსაც მხარეთა 21-ე კონფერენციის დასასრულს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები