საქართველო-ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კიდევ ერთი დოკუმენტი ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად უწყებები სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ხელი საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, ოთარ დანელიამ და დესისლავა ტანევამ მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები