ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე ოთხშაბათამდე შენარჩუნდება

ბელგიის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე ოთხშაბათამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლები და მეტრო 25 ნოემბრიდან ამუშავდება.
პრემიერის განცხადებით, ტერორისტების პოტენციურ საფრთხეებს შორის კვლავ რჩება მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილები, ისეთები, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბელგიის სასამართლომ კი ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენა. პირი, რომელიც ორშაბათს დააპატიმრეს, პარიზის ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. მთლიანად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელგიაში 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები