ეგვიპტეში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად, რომელიც ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშში მოხდა. ამის შესახებ ეგვიპტის ტელევიზია იუწყება. ერთი დაღუპული პოლიციელია. პოლიციის ინფორმაციით, სასტუმროსთან, სადაც მოსამართლეები ცხოვრობდნენ, ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ელ-არიში ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ცენტრია. ეს ქალაქი რუსული А321-ის ავიალაინერის კატასტროფის ადგილიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები