აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას აწვდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ტერორისტული მოქმედებების გააქტიურების გამო თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.
„ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“, „ბოკო ჰარამი“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ახალი ტერაქტების დაგეგმვას განაგრძობენ. აშშ-ის მოქალაქეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას და ტრანსპორტით სარგებლობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დაჯგუფებებმა შეტევები შეიძლება განახორციელონ როგორც ჩვეულებრივი, ასევე არატრადიციული იარაღის გამოყენებით. ტერაქტები შეიძლება განხორციელდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების, ასევე კერძო პირების წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“, ასევე კერძო პირებისგან, ვინც ამ იდეოლოგიას იზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები