საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა. მხარეები განიხილავენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები: საქართველოს პრეზიდენტთან – გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან – ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან – დავით უსუფაშვილთან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი დაათვალიერებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები