მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებენ

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. აღნიშნულ პოსტზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ.
უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სამ კვირაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ბესელია დარწმუნებულია, რომ შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
„ბიურო დაადგენს ფორმატს, კომიტეტებს, ვინც უსმენს და განიხილავს კანდიდატურას და შესაძლებელია იყოს ფრაქციების ფორმატშიც და ამის შემდეგ მაქსიმუმ სამ კვირაში უნდა დასრულდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვართ მზად, რომ ვისაუბროთ ყველა იმ მთავარ თემებზე, რაც ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია და არის გამოწვევა პროკურატურისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები