ეკატერინბურგში მეტროს სადგური დაიხურა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ მეტროს სადგური „დინამო“ დაიხურა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს ურალი“ იუწყება.
„მოსახლეობა სადგურიდან ევაკუირებულია, სპეციალისტები შემოწმებას ატარებენ. მეტროპოლიტენის სხვა სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – განუცხადეს სააგენტოს მეტროპოლიტენის დირექციაში. ამჟამად პოლიცია ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებს.