ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში სინტაგმას მოედნის და პარლამენტის შენობის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ამოქმედდა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე შენობაში მინები ჩაიმსხვრა.
საბერძნეთში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე ათენში ბოლო დღეებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა დროს მომიტინგეებს და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება. პოლიციის განცხადებით, მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება რადიკალი მემარცხენეების და ანარქისტების ტაქტიკაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები