დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის მუშაობაში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 24 ნოემბერს დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან – კოჯი სეკიმიცუსთან და ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან.